პოლიტიკური პარტიების ნაწილი „მემარცხენე ალიანსი“ , „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - „ქართული დასი“ პრეზიდენტს მიმართავენ და მოუწოდებენ სათანადოდ გარკვევის, პრემიერთან პირისპირ კონსულტაციების რეჟიმში მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხი და პარლამენტს წარუდგინოს მინისტრთა კაბინეტის ისეთი შემადგენლობა რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევას.
,,ბატონო პრეზიდენტო გაცნობებთ, რომ ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების პროცესში, მინისტრების კანდიდატურების შერჩევის დროს, პრემიერ-მინისტრზე განხორციელდა ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, არაუფლებამოსილი, კონსტიტუციური სტატუსის არმქონე მხარის მიერ, რითაც დაირღვა კონსტიტუცია. ამ მოსაზრებას ადასტურებს მინისტრებისა და თავად პრემიერ-მინისტრის დაბნეულობა და არათანმიმდევრული, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. საქმე იქამდე მივიდა, რომ პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა დაანონსებული ბრიფინგი გადაედო და უკვე გაცხადებულ შემადგენლობაში დამატებით შეეტანა ცვლილებები. ამიტომ, ჩვენ პოლიტიკური პარტიები მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციური წესრიგის გარანტს, მხოლოდ ვითარებაში სათანადოდ გარკვევის, პრემიერთან პირისპირ კონსულტაციებისა და შეთანხმების შემდგომ წარუდგინოთ პარლამენტს მთავრობის ისეთი შემადგენლობა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევას”, _აღნიშნულია პარტიების განცხადებაში.
შგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობ,ა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.