ძალიან ბევრი რამ არის მიმზიდველი მსოფლიოში, მაგრამ საშიშია, თუ არ ხართ სათანადოდ მზად. ამის შესახებ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება, თუკი ხვალ ევროკავშირში შევა, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველა კომპანია ევროკავშირიდან შემოვა საქართველოს ბაზარზე, ქვეყანა კი ამისთვის მზად არაა.
,,ძალიან ბევრი რამ არის მიმზიდველი მსოფლიოში, მაგრამ საშიშია, თუ არ ხართ სათანადოდ მზად. ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივცრე სწორედ ეკონომიკური ინტეგრაციისთვის მომზადებაა, რასაც კონკრეტული რეფორმების განხორციელება ესაჭიროება", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა "ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობასთან" დაკავშირებით, მოხსენებით გამოსვლისას.