საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აბაშიძე-კარასინის ფორმატში გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის არსებული ფორმატი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
,, ჯერ არ ვიცი როდის, მაგრამ ალბათ იქნება მაისიში, ივნისში, მადლობელი ვიქნები თუ ჩვენი პარტნიორები, თუნდაც ოპონენტები, კარგ რჩევებს მოგვცემენ და შევეცდებით შემდეგ გამოვიყენოთ.Eკომუნიკაცის ეს არხი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ”, _განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინი ფრომატი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა.