საქართველოს პარლამენტში („ა“ კორპუსი, 307-ე ოთახი), აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - საქართველო-მოლდოვა-უკრაინა-საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის თაობაზე ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
საქართველოს პარლამენტი და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების საკითხებზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია 14:30 საათზე, გაიმართება.