საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩის დაბარებას მმართველ გუნდში დადებითად აფასებენ. უმრაველსობის განცხადებით, მომხდართან დაკავშიებით ქართულმა მხარემ ადეკავტური ნაბიჯები უნდა გადადგას. ოსური მედიის ცნობით, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერს შეხვდა. შეხვედრა გასულ კვირას მთიან ყარაბაღში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ანატოლი ბიბილოვისა და გალუსტ საჰაკიანის შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სომეხი კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანი ტელეფონით ესაუბრა. როგორც სომხეთის პრემიერმა განმარტა, ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და გალუსტ საჰაკიანთან პირადი ხასიათის არაფორმალური კომუნიკაცია შედგა. შეხვედრაზე საქმიანი თემები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები განხილული არ ყოფილა. სატელეფონო საუბრისას სომეხმა კოლეგამ პრემიერს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.