6-9 მაისს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასორი ეწვევა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან.
შეხვედრისას, მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის საკითხებს, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ან ბრასორი ასევე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.