საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმიდა არ ცნობს 2015 წლის 3 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამართულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ყველა შესაძლო ფორმატიიქნება გამოყენებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისათვის.