პრემიერმა აბსოლუტურად სწორი გადაწტვეტილება მიიღო, როცა გამოსცა ბრძანება სამი მინისტრის დანიშვნის თაობაზე.Aამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრემიერს აქვს ექსკლუზიური უფლება მინისტრების დანიშვნისა და გადათავისუფლების შესახებ.
,,აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან პრემიერს აქვს ექსკლუზიური უფლება მთავრობის ნებისმიერი წევრი შეცვალოს, ან გადააყენოს და მთავრობის გადაყენებიდან ორი კვირის განმავლობაში დანიშნოს ახალი სამთავრობო გუნდი”, _განაცახდა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, პრემიერი აბსოლუტურად სწორად მოიქცა როცა ბრძანების გამოცემისას 79-ე მუხლის მე-7 პუნქტით იხელმძღვანელა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებები გამოსცა.
სამივე ბრძანება ინდივიდუალურადაა გამოცემული და დღევანდელი დღითაა დათარიღებული. აღნიშნული დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მეხუთე პუნქტის საფუძველზე დანიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დღეს წარადგინა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრი იქნება.
პრემიერმა პარლამენტსა და პრეზიდენტს მოუწოდა, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარებულიყო, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნული პროცედურა ერთი კვირის ვადით გადადო.