თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შედგა.
ხიდაშელის განცხადებით, უკვე თავდაცვის მინისტრია და გენერალური შტაბის გეგმები მოისმინა. რაც შეეხება ვახტანგ კაპანაძეს, მისი თქმით, მივლინებით უცხოეთში მიემგზავრება და ამის შესახებ ინფორმაცია თინა ხიდაშელს მიაწოდა.