იმ დროს, როდესაც საქართველო არის ევროპულ პროცესში, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს. ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.
,,მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით - თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ პარტნიორობაში. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ამ პროცესმა ვერ ჩაიაროს უმტკივნეულოდ. ველით, რომ ასეც იქნება და პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის", - აღნიშნა ნორლანდმა და დასძინა, რომ აშშ სრულად სცემს პატივს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესს.
რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განხილვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, დიპლომატი აცხადებს, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე ექსპრემიერთან არ უსაუბრია.
ჟურნალისტებისთვის კომენტარები ამერიკელმა ელშმა მცხეთაში გააკეთა, სადაც ღონისძიებას დაესწრო.