საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. როგორც ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, ისინი ირაკლი ღარიბაშვილს ენდობიან და მის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. რაც შეეხება თავდაცვის მინსიტრის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის დანიშვნას, მის კანდიდატურას როგორც მმართველი გუნდი, ისე თავისუფალი დემოკრატებიც მიესალმებიან.