საქართველო, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ლიდერია რეგიონში და ამას საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურენბენ. ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"დღესაც ლიდერები ვართ თქვენდა გასაოცრად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და სასურველია უკეთესი ტემპები, რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება - ევროპაშიც. მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეზე უნდა გვეგრძნო და ეკონომიკა იქნებოდა აღმავალი, მხედველობაში მქონდა და მაქვს ერთი რამ - ჩვენ შევქმნიდით ამისთვის პირობებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არის მცირე ეკონომიკის პატარა ქვეყანა და არ არის გასაკვირი მასზე აისახოს რეგიონში შექმნილი პრობლემები,
„საქართველიოს აქვს პატარა და მცირე ეკონომიკა. ევროპელებთან შედარებით, ათჯერ მცირე ეკონომიკა გვაქვს. შესაბამისად, ნუ გვავიწყდება რეგიონული პრობლემების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ის, რომ პრობლემები გვაქვს რეგიონში, ამან გამოიწვია ლარის დევალვაცია და საერთოდ ეკონომიკური გზის პროგნოზის გადახედვა მოგვიწია. ეს ყველაფერი საჭირო ანალიზს, სწორი აქცენტების დასმას საჭიროებს და არა ოპოზიციის ბუპასუხისმგებლო განცხადებებს”, - აღნიშნა ექსპრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარება იქნება არნახული ტემპებით.
ბიძინა ივანიშვილი საზოგადოება „2030“-ისა და ორგანიზაცია „მოქალაქის“ მიერ გამართულ ერთობლივ კონფერენციას - „საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და გამოწვევები - მიღწეევები, პრობლემები, რისკები, პერსპექტივები“ დაესწრო.