ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ,,ნაცმოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა და დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატმა დავით ჯინჯოლავამ სარჩელი შეიტანეს.
დაცვის მხარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელზე დაყრდნობითაც ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივდა.
მოსარჩელე მხარე გიგი უგულავას 9 თვიან პატიმრობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ბრალის დამტკიცების გარეშე მხოლოდ 9 თვის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ადამიანი პატიმრობაში.