რიგის სამიტზე გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძის განცხადა.
ბაქრაძის განცხადებით საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ე.წ. საშინაო დავალება შეასრულა. მისი განცხადებით არის მოლოდინი, რომ პროგრესი რომელიც საქართველომ განიცადა სათანადოდ იქნება აღნიშნული რიგის სამიტზეც, თუმცა სამიტზე უვიზო რეჟიმის მიღებას არ უნდა ველოდოთ.
"რიგის სამიტი არ არის ის ფორმატი, რომელზეც საქართველო ასეთი გადაწყვეტილებას მიღებას ელის, არამედ, ელის პროგრესის აღიარებას. ამის შემდგომ იქნება პროცედურები ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტით ევროპაში უვიზო მგზავრობის უფლებას. ჩვენ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ შეიძლება 23 მაისს შეგვეძლება უვიზო მიმოსვლა, თუმცა რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება. არის სხვა მოლოდინები, რომ ევროკავშირმა აღიაროს ამ სამი სახელმწიფოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა. ამას ჰყავს თავისი სკეპტიკოსები და გულმხურვალე მხარდამჭერებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელმწიფოები, მიუხედავად იმ ეკონომიკური თუ სამხედრო წნეხისა აგრძელებენ სწრაფვას ევროპისაკენ" - განაცხადა ბაქრაძემ.