რიგის სამიტამდე 3 კვირა რჩება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამიტის მეორე დღიდან ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლას შევძლებთ. ბაქრაძის განცხადებით, საკითხს რიგის სამიტის შემდეგ ევროპარლამენტში მისიათა ხელმძღვანელების დონეზე განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო მიიღებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება.