მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგელობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ახალი მინისტრები მხოლოდ გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს ეყოლებათ.
,,პარლამენტს წარვუდგენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში რომელთა ხელმძღვანელებმა დატოვეს თანამდებობა. Eეს არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და გარემოს დაცვის მინისტრი”, _განაცხადა პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე.
პრემიერის განმარტებით, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა.
,,ლევან ყიფიანმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მომართა განთავისუფლების თხოვნით, მაგრამ მაშინ მისი თხოვა არ დავაკმაყოფილე”,_განაცხადა პრემიერმა.