,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ თუ მინისტრთა კაბინეტს კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს ეს იქნება ,,ბასტი-ბუბს გაგრძელება მთავრობაში”.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე და ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანოს.
,,თუკი იგივე მთავრობის თავმჯდომარე დარჩა, ბუნებრივია არასერიოზული ბასტი-ბუბი ჩვენს მთავრობაში გაგრძელდება და ეს ჩვენს ეკონომიკის გაჯანსაღებას არ დაეტყობა. ალბათ ერთადერი სწორი გამოსავალი იქნებოდა თავად დაბრუნდეს ივანიშვილი, არაფორმალურ მმართველობას დაუსვას ბოლო და მიიყვანოს ქვეყნა შემდეგ საპრალემანტო არჩევნებამდე და შემდეგ გადაწვეტილებას საქართველოს მოსახლეობა მიიღებს”, -განაცხადა ალასანიამ.