პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად პროცედურები განმარტა. როგორც ბიუროს სხდომაზე უსუფაშვილმა განაცხადა პრემიერს ორკვირიანი ვადა აქვს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარსადგენად.
,,პრემიერ-მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება ვაკანტურ თანამდებობეზე დანიშნოს მინისტრები და დანიშვნის შემდგომ რაც მთავრობა განახლებულ სახეს მიიღებს ამის შემდეგ საქმეში ერთვება პარლამენტი. Pპრემიერს აქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები შეარჩიოს. შემდგომ მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად განახლებული მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი წარმოუდენს პარლამენტს და ჩვენ გვაქვს შვიდდღიანი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად. Aასე რომ, ამ ვადების ნაწილის დინება დაიყო, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ორკვირიანი ვადა ახალი მინისტრების შესაცვლელად, რაც შეეხება ჩვენი და პრეზიდენტის ვადებს ეს მას შემდეგ აითვლება რაც კანდიდატები პრემიერი მიერ იქნებიან შერჩეული”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.