სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უკვე ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებს მოუწოდა ნუ წავლენ პროვოკაციაზე სახელმწიფოს სახელით.
ყიფიანის განცხადებით, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ბრალდებები რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრების მხრიდან გაჟღერდა.
ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ პარალემნტი მთვარობას ნდობას აუცილებლად გამუცხადებს.
,,ვითვალისწინებ იმასაც რომ მთავრობა ჩემი გადადგომის შემდეგ ხელახლა ნდობის გამოცხადება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ პარალამენტი ჩვენს გუნდს ნდობას გამოუცხადებს. Mმე ამ გუნდის წევრი ვიყავი, ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში. Mმინდა მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რომლის საშუალებით მოვედით მთავრობაში. Bბევრი დანაპირები რომელიც განვაცხადეთ შევასრულეთ, მაგრამ ის რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ამ ადამიანებმა გადააბიჯებს საკუთარ სინდისსა და ნამუსს. მივმართავ ნუ წავლენ პროვოკაციაზე სახელმწიფოს სახელით, გადადონ ყველაფერი გვერდზე და ქართველ ხალხს მისცენ ის რაც დაპირდნენ. სწორედ ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი, რომ პრობლემა არ გამწვავდეს და არ გადავიდეს იმ ზღვარს, რომელიც, ვფიქრობ, უკვე გადასულია. Yყველა ის კითხვა რომელიც დაისვა და ყველა ის ტყუილი რომელიც ითქვა ჩემთან მიმართებით, სამინიტროს წინააღმდეგ წერლით რომელიც მივმართავ პრემიერ-მინისტრს იქ ყველა კითხვაზეა პასუხი”, _განაცხადა ყიფიანმა.