კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი თინა ხიდაშელი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ ჩანაწერს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და მას სრულ ბოდვას უწოდებს.
,,ხომ არის უმაგრესი :) კონიაკის თემა მომეწონა განსაკუთრებით და კიდრვ ბატონოთი რომ ველაპარაკებით დიადს :). აბა რომელი მედია აიტაცებს ამ ბოდვას არ გამომაპაროთ :)”, _წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკში” ხიდაშელი.
უკრაინული მედიის მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კოალიცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატი თინა ხიდაშელი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრას იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.
შეხვედრის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, რომლის ორგანიზებაში სააკაშვილი, უსუფაშვილი და ხიდაშელი ითანამშრომლებენ.
ჩანაწერს უკრაინული გამოცემა ,,lovo.net.ua” აქვეყნებს.