ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდებიან. ხიდაშელის განცხადებით, მათ უნდა გაარკვიონ, თუ რა ინფორმაციის საფუძველზე საუბრობს ელჩი საქართველოში არსებულ არაჯანსაღ სასამართლო გარემოზე. გიუნტერ ბეხლერმა გაზეთ "ფაინენშალთან" ინტერვიუში საქართველოში უსამართლო გადასახადებისა და მექრთამეობის შეჩერება მოითხოვა. ელჩის თქმით, უცხოელი ინვესტორებისგან ხშირად სმენია, რომ სასამართლოში საქმეს აგებენ ძალიან უცნაური გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძველზე.