ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად ზურა ახალკაციშვილი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებს სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე. ასევე გავრცელდა ინფორმაცია სააგენტოში ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგთან დაკავშირებით. ახალკაციშვილი განმარტავს, რომ ინფორმაციაში მითითებული ფაქტები კანონდარღვევა არ იყო. მიუხედავად ამისა. ის მორალურ პასუხისმგებლობას მაინც იღებს.