ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიში ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებულ ვითარებას შეეხება. ნილს მუჟნიესკი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ჩასვლას წლის ბოლომდე გეგმავს, მანამდე კი კომიტეტის თავმჯდომარე თბილისს ეწვევა და ინფორმაციას უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ადგილზე მოისმენს.