ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფედერიკო ლომბარდიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპი ფრანცისკი მიმდინარე წლის ბოლოს კუბას ეწვევა.
კუბიდან კი პონტიფიკი პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა, სადაც მას დაგეგმილი აქვს ვიზიტები ქალაქებში: ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში.
ანალიტიკოსების აზრით, პაპის ვიზიტი, სავარაუდოდ, ამერიკასა და კუბას შორის ურთიერთობების აღდგენასა და დიპლომატიური ურთიერთობების დალაგების მცდელობას უკავშირდება, რასაც კათოლიკური ეკლესიის მეთაურიც შეუწყობს ხელს.