კრემლში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ზეიმზე 9 მაისს მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩავა.
,,სხვადასხვაგვარი კონტაქტის მიმდინარეობისას ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ კიმ ჩენ ინი მოსკოვში ჩამოსვლას აპირებს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მისი ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებზე.” - განუცხადა რუს ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის, ამ თემასთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები ცალკე აწარმოოს.