საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა მსხვილი სამშენებლო ჩინური კორპორაციის “SEPCO III”-ის აღმასრულებელ პრეზიდენტთან, ჭან ხუნსუნთან და კორპორაციის საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელთან მაიკ ჩენთან.
კორპორაცია SEPCO III წარმოდგენილია 20-მდე სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად იგი დაინტერესებულია საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებული ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები. ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის დიდ ინტერესს უცხოური ინვესტიციების მიმართ, ასევე ქვეყნის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობას, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. მან დადებითად შეაფასა კომპანიის სურვილი, დეტალურად გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას ექნება შესაძლებლობა აღმოაჩინოს არა ერთი საინტერესო საინვესტიციო პროექტი.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიების “Tbilisi Silk Road Forum”-ის მნიშვნელობა ისტორიული აბრეშუმის გზის გააქტიურების, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოჩენის და გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით. კორპორაციის ხელმძღვანელმა ჭ. ხუნსუნი დაინტერესდა ხსენებული ღონისძიებით და გამოთქვა მასში მონაწილეობის სურვილი.