დღეიდან ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რანგში საქმიანობას შეუდგება.
იგი სამინისტროში გვიანობამდე იმყოფებოდა, თუმცა შენობის დატოვების შემდეგ კომეტნარი არ გაუკეთებია.
ნოდარ ჯავახიშვილმა დავით შავლიაშვილი გადადგომიდან რამდენიმე საათში შეცვალა. მანამდე ჯავახიშვილი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
ჯავახიშვილი გუშინვე შეხვდა პრემიერ ირაკლ ღარიბაშვილს და ინფრასტრუქტურის განვითარების საკუთარი გეგმა გააცნო.
თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავით შავლიაშვილმა გუშინ მიმართა.როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.