თუ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას არ დატოვებს, მას პრობლემებს შეუქმნიან, - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში გააკეთა.
გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა რეზიდენცია არ უნდა დატოვოს.
"მათ არ შეუძლიათ, გაათავისუფლონ პრეზიდენტი თანამდებობიდან, ამიტომ უქმნიან პრობლემებს. ზევსი ივანიშვილი გაგზავნის ხალხს რეზიდენციასთან კარვებით, მარგველაშვილს გამოურთავენ შუქს და ეს პრობლემა რეზიდენციაში ზაფხულშიც იყო. ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. არაფერი არ არის გამორიცხული ამ მთავრობისგან," - განცხადა გოგორიშვილმა.
დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებენ.
"ივანიშვილი მთავრობას და პრემიერმინისტრს ძაფებით თავის კაპრიზებზე ათამაშებს. ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ თავისი სურვილებია. როგორც ჩანს, მარგველაშვილი არ აღმოჩნდა სრულად ამ თოკზე კარგად გამობმული და ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია. ამიტომ პრეზიდენტს პრობლემებს უქმნიან," - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.