შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში წასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ კონკრეტულ შეფასებას მას შემდგეგ გააკეთებს რაც აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ჩატარდება.
,,ვსაუბრობთ რაღაც ვერსიების, ჭორების დონეზე. ჩემთვის, აუცილებელია, რამდენად საფუძვლიანია ესა თუ ის ინფორმაცია ვიღაცა წავიდა. ამისთვის საჭიროა ჩატარდეს გამოძიება და გამოძიებამ მიიღოს გადაწყვეტილება რომ დავუჯერო.Oოჯახის წევრი რომ ამბობს შვილზე, რომ ამა და ამ ვითარებაშია ჩემთვის ეს სანდო წყარო არაა, ვიდრე გამოძიება არ ჩატარდება”, _აცხადებს ზაქარეიშვილი.