“ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში, - განაცხადა ყოფილმა პრემიერიმა ბიძინა ივანიშვილმა
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ისევ აგრძელებს ძალადობას საკუთარ საზოგადოებაზე სიცრუით.
„ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიცრუით მოახერხოს, ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში - ამას გავყვებით და დავალაგებთ. პერმანენტულად იბრძვის, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, დაინგრა ქვეყანა. ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება. მეორე - ამოჩემებული აქვთ, რომ კრიმინალი გაიზარდა. რამეთუ იციან, რომ კრიმინალის ზრდა ინვესტორისთვის სახიფათოა. მოსახლეობის ნაწილი ეთანხმება, რამეთუ მათგან ისე არიან გაღიზიანებული, რომ ისევ ესენი გამოდიან და ძალადობენ ტელევიზიებით, ამასაც აბრალებენ მთავრობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.