პარლამენტის სხდომა ჩაიშალა. მიზეზი კი კვორუმის არარსებობა გახდა.
76 დეპუტატის შესაგროვებლად ,,ქართული ოცნების” წევრების გარდა, საჭირო იყო უმცირესობის წარმომადგენლების რეგისტრაციაც, მაგრამ ,,ნაციონალებმა” კენჭისყრასი მონაწილეობა არ მიიღეს.
რეგისტრაციის სამჯერ უშედეგოდ ჩატარების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელი სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.