,,საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო ურყევი მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”, -განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას.
მისივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ პრობლემას რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის.
,,უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან და წევრებთან, ასევე ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან. საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ პრობლემას რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რიგის მომავალი სამიტი იყო და ყველა დონეზე ჩვენ მივიღეთ ის მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე საქართველსოთვის. დეტალურად იქნა მიმოხილული უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ ტერიტოირებზე შექმნილი ვითარება და რაც ყველაზე მთავარია, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო ურყევი მხარდაჭერა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”, _განაცხადა ფხალაძემ.
პრეზიდენტი ლატვიას გუშინ ეწვია ფა ხვალ, 17 აპრილს დაბრუნდება.