ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის სანქციები მკაცრდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტი მიმდიანრე სასესიო კვირაში განიხილავს. ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების გარდა კანონმდებლები პლენალურ სხდომაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებებზეც იმჯელებენ. კოდექსის მიხედვით, მათ ნასამართლეობა გაქარწყლდებათ სასჯელის მოხდისთანავე ან პრობაციის ვადის გასვლისთანავე. განსახილველ კანონთა შორისაა ასევე კანონპეროექტი განხეთქილების ჩამოგდების შესახებ, რომელიც აქამდე "შუღლის გაღვივების" სახელით იყო ცნობილი. ეს ტერმინი კანონპროექტიდან ამოღებულია.