14-16 აპრილს გერმანიის პარლამენტის CDU/CSU ფრაქციის წევრები მარტინ პეცოლდი და ტანკრედ შიპანსკი საქართველოს ეწვევიან.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები 15 აპრილს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართავენ დისკუსიას თემაზე „გერმანიის როლი ევროკავშირში“.
დისკუსიას გაუძღვება პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, დავით აფრასიძე. ა
დისკუსიაზე დასწრება შეუძლია თბილისის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.