პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გჟეგოჟ სხეტინას განმარტებით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა მისივე განმარტებით, ბევრი რამ საქართველოზე იქნება დამოკიდებული.
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ ბევრი რამ საქართველოზეა დამოკიდებული. ვიმედოვნებ, რომ რიგის სამიტი მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის”, _განაცხადა გჟეგოჟ სხეტინამ.