პარლამენტში დღეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას განიხილავს, რომელიც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესისათვის პრიორიტეტის მინიჭებასა და ნასამართლეობის გაუქმებაზე, ასევე, არასრუწლოვანთა საკითხზე მომუშავე მოსამართლეებისა და პროკურორების სპეციალიზებულ მომზადებას ითვლისწინებს. კოდექსისი მიხედვით, ნასამართლეობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდის ან პრობაციის ვადის გასვლისთანავე.