შალვა აბულაძეს პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, სიცოცხლის მოსპობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შალვა აბულაძე მთელი ქვეყნის მასშტაბით იძებნება. მას ბორჯომსა და თბილისში პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ედება ბრალი.