პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული უკანონო დავალების გამო არასწორია, დეპუტატები სხვადასხვაგვარად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვლისთვის კანონის უზენაესობა უმთავრესია და დეპუტატი საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება, თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს კანონი წყვეტს, ნაციონალურ მოძრაობა კი კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცრაზმელების დაკავების ფაქტს უკანონოდ თვლის.