თავისუფალი დემოკრატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის დაბარებას ითხოვენ. საკითხი დემოკრატებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრაზე დააყენეს. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, პროკურატურაში ახლად შექმნილ დეპარტამენტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა და დაზუსტებას საჭიროებს.