ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრაზე "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების" ახლადშექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი ნადარეიშვილს მოუსმინეს. მხარეებმა შეხვედრაზე ორი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. პროკურატურის წაემომადგენლის, კოკა კაციტაძის განცხადებით, დეპარტამენტმა იმ საქმეების გამოძიება დაიწყო, სადაც მოქალაქეების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებში ცალკეული საჯარო მოხელეები იმხილებიან. ეკა ბესელიას განცხადებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ქონების იძილებით ჩამორთმევის ცემის, წამების და არადამიანურ მოპყრობს ფაქტზე 5000-ზე მეტი განცხადებაა შესული, რომლის დამუშავებაც მიმდინარეობს.