9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ინციდენტისას ერთი პირი დააკავეს. სიტყვიერ დაპირისპირებას ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელსა და ნაციონალური მოძრაობის წევრს შორის ჰქონდა ადგილი. როგორც მალხაზ ჩემია ამბობდა, ნაციონალურ მოძრაობის წევრებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის მორალური უფლება არ ჰქონდათ. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება კობა ხაბაზთან, რის შემდეგაც მალხაზ ჩემია სამართალდამცველებმა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.