პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის უსმენენ.
სხდომას ესწრებიან უმცირესობის წევრები, რომლებიც ზოგადად, თბილისში გამართულ საკომიტეტო სხდომებში არ მონაწილეობენ.
პარლამენტში იმყოფება უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, ასევე გენერალური შტაბის წარმომადგენლები.
კომიტეტის სხდომის შემდეგ გაიმართება ნდობის ჯგუფის შეხვედრა.
კანონმდებლები სხდომაზე საკადრო გადაადგილებებზე, ნატოს სასწავლო ცენტრის მშენებლობასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების შესახებაც დასვამენ კითხვებს.
კომიტეტის სხდომის შემდეგ გაიმართება პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა, რომელზეც უფრო დეტალურად იგეგმება თავდაცვითი შეიარაღებასა და საფრანგეთთან გაფორმებული დოკუმენტის დახურულ რეჟიმში განხილვა.