თბილისის საკრებულოში დღეს დავით ნარმანიას ელოდებიან. დედაქალაქის მერი მუნიციპალურ ორგანიში ანგარიშით წარდგება. სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობა ყურადღებას სამომავლო გეგმებზე გაამახვილებს, უმიცრესობა კი მერიაში გატარებული საკადრო ცვლილებებით ინტერესდება. ოპოზიციას კითხვები მერიაში არსებულ კორუფციასა და შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებზეც აქვთ.