,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტია სამხედრო მოსამსახურისას გაუთანაბრდეს და 100 ათასი ლარი გახდეს.
„კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, არის ისეთივე ბრძოლა ქართული სახელმწიფოსთვის, როგორიც არს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიები უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გავათანაბროთ ეს სოციალური დაცვის გარანტია 100 ათასი ლარი გავხადოთ",“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.