საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი ეწვევიან. როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერსელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა ვიზიტი 14 აპრილს შედგება.
მისივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.როგორც კერესელიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა სამი წამყვანი ქვეყნის საგრეო უწყების ხელმძღვანელების საქართველოში ვიზიტი რიგის სამიტამდე ერთი თვით ადრე მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოვლინებაა.
,,რიგის სამიტამდე სამი წამყვანი ქვეყნის ვიზიტი საკმაოდ მძლავრი სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშანია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქალბატონმა თამარმა პოლონელ კოლეგებთან ერთად მოაწეროს ხელი მემურანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის კონფერენციას, აღნიშნული გულისხმობს თანამშრომლობის სრულიად ახალი ფორმატს, რომელიც გულისხმობს საქართველშო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გახორციელებაში პოლონეთის აქტიურ ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებას”, -განაცხადა კერესელიძემ.