2015 წლის 6-7 აპრილს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დელეგაცია, რომელსაც მაიკლ ლინკი ხელმძღვანელობს, ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ODIHR-ის დელეგაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას - წეროვანს ესტუმრება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს მოინახულებს, სადაც ადგილზე გაეცნობა და შეაფასებს სოფელში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობას.