საპაალამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკალი ალასანია პოლიტიკურ დევნაზე მას შემდეგ ალაპარაკდა როდესაც მას და მის გუნდს შეეხო ივანიშვილის რეჟიმი.
,,ნაცმოძრაობის” წევრი იმედს გამოთქვამს, რომ ალასანია და მისი გუნდი უფრო ადრე მიხვდება, რომ გამოსავალი ერთადერთია - მთავრობის წასვლა.
„სამწუხაროა, რომ ალასანია ამას მიხვდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მას და მის გუნდს შეეხო ივანიშვილის რეჟიმი. მას ერთხელაც არ გაუპროტესტებია, მაგალითად, გიგი უგულავას პატიმრობა, რომელიც დღეიდან სრულიად უკანონო პატიმარია,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.