რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტმა დღეს მოახდინა. კენჭისყრა საზეიმო ვითარებაში ჩატარდა და მას არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ თიბილოვიც ესწრებოდა. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმებას გასულ თვეში ხელი პუტინმა და თიბილოვმა მოაწერეს.