,,ურთიერთობები, რომელიც საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან მაკავშირებს, არასდროს გაქრება, - განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საკრებულოში უკვე ყოფილი ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილების შეფასებისას.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პარტიის შიგნით განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ეს რამდენიმეთვიანი მსჯელობის, შიდა დისკუსიის საგანი იყო. ჩემს მეგობრებთან მაკავშირებს მრავალწლიანი ბრძოლა სამართლიანობისთვის, ადამიანური ურთიერთობები, რაც არასდროს არ გაქრება. მაგრამ, დღეს მათ გააკეთეს პოლიტიკური არჩევანი და მე, როგორც პარტიის ლიდერმა მივიღე გადაწყვეტილება. ეს არის და ეს", - განაცხდა ალასანიამ.
თბილისის საკრებულოში ფრაქციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ,,თავისუფალმა დემოკრატებმა” განცხადება გუშინ გაავრცელეს. ყოფილი ,,თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში ფუნქციონირებას დამოუკიდებელ ფრაქციის ფორმატში გეგმავენ.