თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ყოფილმა და მოქმედმა პრემიერებმა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ერთ-ერთი ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინეს.ამის შესახებ, ალასანიამ საფრანგეთთან ჩაშლილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულების შეფასებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ომში არავინ არ დაუკარგავთ რის გამოც არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ სამხედროებთან.
"თუკი გვინდა, თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალაა, იყო მზად ომისთვის, შენი მშვიდობის დაცვისთვის. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეირაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, საჭიროა შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობა. სწორედ ასეთი, ერთ-ერთი ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინეს საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა, რადგან მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან, ჩვენი ქვეყნის ჯართან", - განაცხადა ალასანიამ.